კომპანია

კომპანია

   

კომპანია  „მაქს კომფორტი“ დაარსდა 2006 წელს. მას შემდეგ ახდენს გათბობის/გაგრილების/ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების რეალიზაციას საქართველოს საცალო და საბითუმო ბაზარზე. კომპანია თავიანთ მომხმარებელს სთავაზობს  , როგორც უმაღლესი ხარისხის  პროდუქციას , ასევე კონსულტაციას, პროექტირებას, ინსტალაციას და შეუფერხებელ საგარანტიო და საგარანტიო ვადის შემდგომ მომსახურებას.

 

     ბაზრის გაფართოებიდან და მომხმარებლების მოთხოვნიდან გამომდინარე, გაიზარდა პარტნიორი ბრენდების და პროდუქციის ასორტიმენტი, რომელიც სრულიად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და მორგებულია ქართულ ბაზარზე.

 

    კომპანიის სათაო ოფისი, ცენტრალური საწყობი, მაღაზიათა ქსელი და სერვის ცენტრი  მდებარეობს თბილისში, ასევე გვაქვს ფილიალები სხვადასხვა რეგიონებში: ბათუმში, ქუთაისში, ახალციხეში და თელავში, სადაც ჩვენი მაღალკვალიფიცირებული თანამშრომლები დაგეხმარებათ არჩევანის გაკეთებაში.

 

    ამ წლების მანძილზე ჩვენმა წარმატებულმა თანამშრომლობამ  ევროპელ და თურქ პარტნიორებთან მოგვცა საშუალება მოგვეპოვებინა ღირსეული ადგილი და მომხმარებლის ნდობა საქართველოს ბაზარზე. წარსული გამოცდილება და მომავლის სწორი ხედვა, ესაა ჩვენი სამომავლო მიზნების მამოძრავებელი ძალა.